„საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში აირჩიეს“ – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.