„საკომენდანტო საათი“ შეიძლება 11:00 ან 12:00 საათამდე გადაიწიოს” – კახა კალაძე

ავტორი: ნანა წულაია

საახალწლო განათებებზე დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მერის თქმით, საახალწლო კონცერტებს მოსახლეობა პირდაპირ ეთერში იხილავს.

„ჩვენ 3 კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს მომღერლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.

რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, ესეც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს.

რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე. განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ჩამქრალი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი