საია: დაფინანსების შეწყვეტა ხელისუფლებისგან ოპოზიციის სასჯელად აღიქმება

ავტორი: თიკო ტეფნაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებაზე დასკვნა წარუდგინა.

ორგაზანიაციის განცხადებით,  პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა ხელისუფლების მხრიდან აღიქმება, როგორც ოპოზიციისთვის “განკუთვნილი თვითნებური სასჯელი”. ამასთან, საია პარლამენტს მოუწოდებს, გაითვალისწინოს საბიუჯეტო დაფინანსების დანიშნულება და არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი.

„პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, ემსახურება პარტიების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას. ის არ ემსახურება მხოლოდ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობას. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ, და ამავე დროს, მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია. ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა, ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი. საია მოუწოდებს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზნები, დანიშნულება, არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების არაპროპორციულად შემზღუდველი, დაუსაბუთებელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში და არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი“- ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი