‘’საზოგადოებრივ აზრთან კონსულტირება ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ინტერესებშიც შედის’’ – სალომე სამადაშვილი პლებისციტის ჩატარებაზე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„საერთოდ, ძლიერ მმართველებს პლებისციტების და რეფერენდუმის არ ეშინიათ. მე მინდა გავიხსენო საფრანგეთის პრეზიდენტი დე გოლი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ პლებისციტებით მართავდა ფაქტობრივად ქვეყანას და მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს აყენებდა ფრანგი ხალხის განსასჯელად.’’ – ამის შესახებ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ‘’პალიტრანიუსთან’’ ისაუბრა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი უნდა იყოს ორივე მხარისთვის და ასეთ კრიზისში საზოგადოებრივი აზრი გადამწყვეტ როლს თამაშობს.

‘’ვფიქრობ, ერთი რამ არის ნათელი – ჩვენ უნდა ვცადოთ მოვძებნოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის „წითელი ხაზი“ შეიძლება იყოს დათანხმება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა, ამავე დროს, ის ხელისუფლება, რომელიც ძალიან ღრმად არის შესული პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა სახის კრიზისში, მე მგონი უნდა ხვდებოდეს, რომ რაც უფრო დაშორდება საზოგადოებრივ პოზიციებს, მით უფრო გაუჭირდება ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ ვფიქრობ, საზოგადოებრივ აზრთან კონსულტირება ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ინტერესებშიც შედის“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი