‘’საზოგადოების კონსოლიდაცია პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება’’ – ბადრი ჯაფარიძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მოქნილი მიდგომა იყო ამ საკითხის მიმართ. მთავარია, რომ შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე და იმაზე, რომ ის უნდა ჩატარდეს ახალი სისტემით, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და უნდა ჩატარდეს შეცვლილი კანონმდებლობით. ეს არის აუცილებელი კომპონენტი იმისათვის, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიოთ.’’ – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს ‘’ქართულმა ოცნებამ’’ უნდა შეწყვიტოს ძალის დემონსტრირება და შეთანხმდნენ ვადამდელ არჩევნებზე.

‘’მეხუთე რაუნდისთვის მზადყოფნა იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მხარე უნდა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების ვადაზე. „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, მუქარა იმის შესახებ, რომ ვინც ბოიკოტს გააგრძელებს, მას პარტიული დაფინანსება შეუწყდება და არ მიიღებს საეთერო დროს და სხვა დამაზიანებელი ნაბიჯები მოლაპარაკებების პროცესისათვის, ხელს არ უწყობს იმას, რომ ჩვენ შეთანხმებამდე მალე მივიდეთ. მე ვფიქრობ, რომ ძალის ასეთი დემონსტრირება უნდა დამთავრდეს, ორივე მხარემ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს უამრავ გამოწვევას, რომელიც ახლა ჩვენ წინაშეა. საზოგადოების კონსოლიდაცია პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება. პოლიტიკური შეთანხმებისთვის კი აუცილებელია შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე.” – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი