სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის ქრობისას მაშველებმა ლეკვი გადაარჩინეს

ავტორი: თიკო ნოდია

მუხიანში სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის ქრობის სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს.

ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე გამოცხადდა 21 ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი