,,საერთო ჯამში, ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა”, – ალეკო ელისაშვილი

ავტორი: თიკო ნოდია

“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საერთო ჯამში, ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „გირჩის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საერთო ჯამში, ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა, ახლა ყველა ეძებს, თავისი სიტყვის და რიტორიკის ტყვეობიდან როგორ გამოვიდეს.

ნებისმიერს დავეხმარებით თავისი რიტორიკის ტყვეობიდან გამოსვლაში, ამას დაცინვის გარეშე, გულწრფელად ვამბობ. ქვეყანა არის კრიზისში, უმძიმეს მდგომარეობაში და ფეხების ბაკუნის დრო არ არის, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ და „გირჩს“ ერთმანეთის დარწმუნება არ გვჭირდება და ჩვენ მზად ვართ, სხვებს მოვუსმინოთ, სხვებიც დავარწმუნოთ, რომ ეს წინადადება არის იდეალური წინადადება”,- აღნიშნა ელისაშვილმა.

ის ასევე მზად არის რიგგარეშე არჩევნების გარეშეც შევიდეს პარლამენტში, თუ ხელისუფლება მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

“შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ ქართული ოცნება ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ პარლამენტში”

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი