სად გაქრა შავი ხვრელი – მეცნიერებს პასუხი არ აქვთ

ავტორი: კატო მალანია

სამყარო სავსეა გალაქტიკის შეჯგუფებებით, რომლებსაც კლასტერებს ეძახიან. თუმცა, Abell 2261 გამორჩეულია იმიტომ, რომ კლასტერის ცენტრში მდებარე გალაქტიკას წესით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმასიური შავი ხვრელი უნდა ჰქონდეს, თუმცა — არ აქვს.

ეს უცნაური იმიტომაა, რომ მსგავსი გალაქტიკები ორბიტას შავი ხვრელის გარშემო იკეთებენ. ზოგადად, კლასტერები ყველაზე დიდი გრავიტაციულად დაკავშირებული სტრუქტურები არიან, რომლებსაც ცენტრში კაშკაშა გალაქტიკა აქვთ ხოლმე, მას კი კლასტერის კაშკაშა გალაქტიკას ეძახიან (BCG).

Abell 2261-ის ცენტრალური გალაქტიკას A2261-BCG ეწოდება და ის ირმის ნახტომზე ათჯერ დიდია, მისი ბირთვი კი 10 000 სინათლის წელიწადის ზომაა. გალაქტიკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირთვს დიდი შავი ხვრელიც უნდა ჰქონდეს, თუმცა მეცნიერები მას ვერსად პოულობენ. მისი დაფიქსირება Hubble-მა და ჩანდრას X-სხივების ობსერვატორიამ სცადეს, თუმცა წარუმატებლად.

ასტრონომების ჯგუფი, რომელსაც კეიჰან გულტეკინი ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ სუპერმასიური შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრიდან უბრალოდ გაიტყორცნა.

The Shadow from M87's Supermassive Black Hole has Been Observed Wobbling  Around the Galaxy for Years - Universe Today

როდესაც ორი სუპერმასიური შავი ხვრელი ერთმანეთს უახლოვდება და ერწყმის, სამყაროში გიგანტური გრავიტაციული ტალღები ვრცელდება. იდეაში, თუ ეს ტალღები ერთი მიმართულებით უფრო ძლიერი იყო, მაშინ შესაძლებელია, რომ გრავიტაციულ უკუქმედებას ჰქონდეს ადგილი და შერწყმულმა შავმა ხვრელებმა საპირისპირო მიმართულებით წაინაცვლონ.

ეს თუ მართლაც ასეა და მკვლევრებმა საბუთი იპოვეს, მაშინ მსგავსი რამ პირველად დაფიქსირდება. პრობლემა ისაა, რომ მეცნიერებმა არ იციან, საერთოდ შესაძლებელია თუ არა შავი ხვრელების შერწყმა.

სიმულაციები აჩვენებს, რომ როცა ორი სუპერმასიური შავი ხვრელი ერთმანეთს უახლოვდება, მათი ორბიტები ვიწროვდება და მასიური ენერგია გამოიყოფა. რაც უფრო უახლოვდება ორი შავი ხვრელი ერთმანეთს, მით ნაკლები სივრცე რჩება გამოთავისუფლებული ენერგიისთვის. ნავარაუდებია, რომ ორი შავი ხვრელი ერთმანეთს 3,2 სინათლის წელიწადზე მეტით ვერ დაუახლოვდება. ამიტომ, სამყაროში ერთმანეთის გარშემო მოძრავ შავ ხვრელებს ვხედავთ, მაგრამ ორი შავი ხვრელის შერწყმა ჯერ არ გვინახავს.

მეცნიერები დარწმუნებული არ არიან რა მოხდა. მეტიც, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ზემოხსენებული გალაქტის ცენტრში შავი ხვრელი მაინც არის, უბრალოდ ის “იმალება”. შავი ხვრელი გამოსხივებას თავისით არ გამოსცემს, მისი დაფიქსირება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის “იკვებება”. შეიძლება, ეს შავი ხვრელი დიეტაზეა?

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი