საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის კერებთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით ხანძრის კერებთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, დილიდან ხანძრების შესახებ შეტყობინება სხვადსხვა რეგიონიდან შევიდა. რამდენიმე მათგანი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ლოკაციებზე სამუშაოები კვლავ გრძელდება.

უწყებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ვენახებსა და მინდრებში ბალახის დაწვისგან. ასევე გამოქვეყნეუბლ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში ხელს უშლის მაშველებს ცეცხლის ლიკვიდაციაში.

“იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.

დილის შემდეგ შემოვიდა შეტყობინება ხანძრების შესახებ ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.

სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. სამივე ლოკაციაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დილის შემდეგ ხანძრის შესახებ შეტყობინება შემოვიდა აბაშიდან, სოფელ წყემიდან. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე, მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა.

შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარის, მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი