საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

​საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარეპისკოპოს იერონიმეს კორონავირუსი დაუდასტურდა და მსუბუქი სიმპტომებით ათენის საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას, – გვატყობინებს ბერძნული მედია.

82 წლის იერონიმე სრულიად საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი ლიდერია, რომელსაც საბერძნეთში 11 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკის, რომელიც ეპისკოპოს 14 ნოემბერს შეხვდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მთავრობის  სპიკერმა სტელიოს პეტსასმა მთავარ ეპისკოპოს იერონიმეს გამოჯანმრთელება უსურვა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი