“საარჩევნო ოქმებში დისბალასის შექმნა, ოპოზიციას მარტივად შეუძლია”

ავტორი: ლევან არჩუაძე

“საარჩევნო ოქმებში დისბალანსის ხელოვნურად შექმნა და შემდეგ გაყალბებაზე საუბარი ძალიან მარტივია, თუ ოპოზიცია ხმებს გაწირავს” –  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ში სტუმრობისას განაცხადა.

მმართველი პარტიის გენერალური მდივნის თქმით, არჩევნები იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და ოპოზიცია გაყალბებაზე არ უნდა საუბრობდეს, რადგან ხმების დათვლის პროცესს მათი წარმომადგენლებიც ესწრებიან. ოპოზიციონერები საუბრობენ დაკარგულ ხმებზე, რისი ხელოვნურად შექმნაც მარტივია იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მომხრე ამომრჩეველი თავის ხმას გაწირავს.

“დისბალანსის წარმოქმნა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი მივა თავის საარჩევნო უბანზე, შევა კაბინაში შემოსახაზად, მაგრამ თავის ბიულეტენს საარჩევნო ყუთში ჩაგდების ნაცვლად ჯიბეში ჩაიდებს და ისე დატოვებს შენობას” – განაცხადა კობახიძემ გადაცემა “ღამის კურიერში”

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი