რუსეთში ყოფილი მღვდელი დააკავეს, რომელიც კორონავირუსის არსებობას უარყოფდა

რუსეთში ყოფილი მღვდელი დააკავეს, რომელიც კორონავირუსის არსებობას უარყოფდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მამა სერგეი პანდემიის არსებობას უარყოფდა, ის ასევე არ ემორჩილებოდა პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით და მას აკრიტიკებდა.

ეკლესიამ მას სასულიერო პირის წოდება სექტემბერში ჩამოართვა.

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მამა სერგეი, იგივე ნიკოლაი რომანოვი მრევლს მოუწოდებდა, რომ რუსეთიშთვის მომკვდარიყვნენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი