რუსეთში კორონავირუსის 28,137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის 28,137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,625,848-ს მიაღწია,-ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 560 პაციენტი დაიღუპა. ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევების რიცხვმა 46,453-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2,085,958-ს შეადგენს.

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რიცხვით რუსეთი მსოფლიოში აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მე-4 ადგილზეა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი