რუსეთში კორონავირუსის 28 137 ახალი შემთხვევა და 560 გარდაცვლილია

ავტორი: კატო მალანია

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 28 137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 625 848-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 560 პაციენტი დაიღუპა და დაღუპულთა რიცხვი 46 453-მდე გაიზარდა. რუსეთში კორონავირუსისგან 2 085 958 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი