რუსეთში კორონავირუსის 27 543 ახალი შემთხვევა და 496 გარდაცვლილია

ავტორი: კატო მალანია

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 215 533-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 496 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 38 558-ს მიაღწია.

ქვეყანაში კოვიდ -19-სგან დღემდე 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი