რუსეთში კორონავირუსის 24 581 ახალი შემთხვევა და 401 გარდაცვლილია

ავტორი: კატო მალანია

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 24 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 089 329-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 401 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 36 179-ს მიაღწია. რუსეთში “კოვიდ -19”-სგან დღემდე 1 595 443 ადამიანი განიკურნა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი