რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 28,284 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა,- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით,ბოლო დღე-ღამეში 552 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის შედეგად ფატალური შემთხვევების საერთო რაოდენობა 54,778-ს შეადგენს.
სულ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაა 2,450,829. კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.