რუსეთმა საციგურაო შენობა კორონავირუსით ინფიცირებულთათვის საავადმყოფოდ გარდაქმნა

“რუსეთში არის გადატვირთული მორგები, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და იმაზე მკაცრი სტატისტიკა, ვიდრე ამას ოფიციალური რიცხვები გვატყობინებენ,” – ამის შესახებ CNN–ი წერს.

ერთერთი ადგილი, რომელშიც პაციენტები მკურნალობენ არის საციგურაო ჩემპიონატის შენობა, სადაც ახლა განთავსებულია 1,300 საწოლი და შექმნილია სპეციალური პირობები.

“საციგურაო შენობაში განთავსებულია დიაგნოსტიკის აუცილებელი, მათ შორის ულტრაბგერითი და ვენტილაციის აპარატურა. რუსეთის მთავრობა სერიოზულად უდგება ამ პრობელმას.” – განაცხადა ჟურნალისტმა მეთიუ ჩენსმა.

16 ნოემბერს 33,000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა კრიტიკოსებს ეჭვი შეაქვთ მათ მიერ გამოქვეყნებული რიცხვების სისწორეში. რეალური რიცხვი გაცილებით უფრო დიდია.

“რეალური მაჩვენებელი 130,000 ადამიანია”, – ამის შესახებ სახელმწიფოს ყოფილი სტატისტიკოსი ალექსეი რაკშა აკეთებს კომენტარს. მან ეს შეფასება გარდაცვლილების ოფიციალურ მაჩვენებლის მიხედვით გააკეთა.

ცნობისთვის რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 22,410 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1,971,013–ია. ვირუსს სულ 33,931 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 1,475,903 პაციენტი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი