რუსეთმა ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ავტორი: ნანა წულაია

რუსეთმა ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკმა მიტკო ბორისოვმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება სოფიიდან რუსი დიპლომატის გამოძევებას უკავშირდება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ნოტა რუსეთში ბულგარეთის ელჩს გადაეცა, რომელიც დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

19 დეკემბერს ბულგარეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე გააძევა, რომელსაც ბრალი ჯაშუშობაში დასდეს. ის მეექვსე რუსი დიპლომატი გახდა, რომელიც ბულგარეთიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოაძევეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი