რუსეთის პატრიარქი – თუ ადამიანს პანდემიის არ სჯერა, ეს ისევე საშიშია, როგორც ღმერთის რწმენის უქონლობა

ავტორი: ნანა წულაია

„საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ინფექციის გავრცელების არ სჯერათ და ინფიცირებისგან თავს არ იცავენ“ – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა, კირილემ ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ადამიანს პანდემიის არ სჯერა, ეს ისევე საშიშია, როგორც ღმერთის რწმენის უქონლობა. მან მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არაფრის სჯერათ – არც ავადმყოფობის, არც საფრთხის, – ეს ადამიანები სამედიცინო რეკომენდაციებს არ იცავენ, მაგრამ ჩვენ, მორწმუნეებმა, ვიცით, რომ ისინი უგუნურები არიან. მეტიც, მსოფლიოში არაერთი ადამიანია ისეთი, რომელსაც ღმერთის არ სჯერა. ძალიან საშიშია, როდესაც ადამიანებს ღმერთის არ სჯერათ. ისევე როგორც დღეს საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ინფექციის გავრცელების არ სჯერათ და ინფიცირებისგან თავს არ იცავენ“, – განაცხადა პატრიარქმა კირილემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი