რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსზე აიცრა. იტალიური მედიის ინფორმაციით, რომის პაპმა დღეს Pfizer-ის წარმოებული ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციის დროს, ფოტოს გადაღება აიკრძალა.
პაპი ერთ-ერთი პირველია, ვინც ვატიკანში აიცრა. სამი კვირის შემდეგ მან ვაქცინის მეორე დოზა უნდა მიიღოს.