რომის პაპი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომდევნო კვირაში გაიკეთებს

ავტორი: ნანა წულაია

რომის პაპი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომდევნო კვირაში გაიკეთებს. ფრანცისკემ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს.

„ეს ეთიკის საკითხია, რადგან შენ არ უნდა ეთამაშო შენს ჯანმრთელობას და სხვა ადამიანების სიცოცხლეს არ უნდა შეუქმნა საფრთხე“, – განაცხადა რომის პაპმა.

84 წლის ფრანცისკეს ერთი ფილტვის ნაწილი მოკვეთილი აქვს, ამიტომ კორონავირუსს შეუძლია, მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

მომდევნო კვირას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ვატიკანში დაიწყება. ეპიდემიის განმავლობაში ვატიკანში კორონავირუსის 27 შემთხვევა დაფიქსირდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი