‘’როდესაც ‘’ქართული ოცნება’’ ხელისუფლებაში მოვიდა, ვალი მშპ-ს 30% იყო, ახლა არის გაორმაგებული’’ – სერგი კაპანაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

“მთავრობამ ისეთი ბიუჯეტი მიიღო, რომელშიც არც ხარჯებია შემცირებული, ფუფუნებას რაც ხმარდება, ეს არ არის შემცირებული.’’ – ამის შესახებ ‘’ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია ‘’ფორმულას’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ვალი დასაშვებ 60%-ს გადასცდა, რაც საქართველოსნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის კრიტიკულია და მომავალში ვალის აღების პირობები გართულდება.

‘’ვალი ისეა გაზრდილი, რომ უკვე გადასცდა დასაშვებ 60%-ს, მშპ-ს, თვითონვე ამბობენ და თვითონვე ეტყობათ შეშფოთება ხმაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში სესხის აღება გაგვიჭირდება და ბევრი პირობა იქნება ამ სესხთან დაკავშირებული იმიტომ, რომ ეს ის ზღვარია, რომელიც ჩვენნაირი ეკონომიკის ზომის ქვეყნებმა, როგორც წესი, არ უნდა გადავლახოთ, 60% არის მაქსიმუმი. როდესაც ‘’ქართული ოცნება’’ ხელისუფლებაში მოვიდა, ვალი მშპ-ს 30% იყო, ახლა არის გაორმაგებული. ეს არის ძალიან მძიმე შედეგი, რომელიც ამ მთავრობამ დააყენა და ამას ყველა ვიგრძნობთ ჯიბეზე.” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი