“როდესაც მომწიფდებიან, მაშინ განახლდება მოლაპარაკებები” – ბოკერია “ქართულ ოცნებაზე”

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ახლა მათი გადასაწყვეტია, როდის მომწიფდება ივანიშვილის ყველა „პოლიტიკური კლოუნი“ იმისათვის, რომ დავჯდეთ  სასაუბროდ” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფებასა და ოპოციას შორის მოლარაკებებისა და შეთახნმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” რამდნიმე კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა და ახლა მათი გადაწყვეტილების ჯერია.

,,ჩვენ რამდენიმე კომპრომისული შეთავაზება გავაკეთეთ, ვადამდელი არჩევნების იდეაც თავისთავად კომპრომისი იყო, ნორმალურ ვითარებაში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები და ეს არჩევნები უნდა გაუქმებულიყო. ამის შემდეგ, გავაკეთეთ კიდევ ერთი კომპრომისული შეთავაზება – პლებისციტი ახალი არჩევნების სწრაფად ჩატარებასთან დაკავშირებით, კონკრეტული თარიღით. ასე, რომ ახლა მათი გადასაწყვეტია, როდის მომწიფდება ივანიშვილის ყველა „პოლიტიკური კლოუნი“ იმისათვის, რომ დავჯდეთ ამაზე სასაუბროდ. ამასთან პაკეტშია რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის არსებითი ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როდესაც მომწიფდებიან, მაშინ განახლდება მოლაპარაკებები რეალურად” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი