როგორ დავაღწიოთ თავი ბახუსს

ავტორი: neopress.ge

დღესასწაულების შემდეგ ბახუსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხდება. მისგან თავის დასაღწევად კი რამდენიმე საშუალება არსებობს. ნეოპრესი რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

1. 1 მუჭა ისპანახი, 1 მუჭა პიტნა, 1 მუჭა ოხრახუში, ნახევარი ლიმნის წვენი, 1/2 კიტრი (გათლილი), 1 დიდი ნიახურის ძირი, 2.5 სმ-ის ნაჭერი ჯინჯერი და ყინულის კუბები. აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით.

2. თაფლი

მიიღეთ 100 გრამი თაფლი. ფრუქტოზისა და სხვა ნივთიერებების მოქმედების წყალობით ალკოჰოლის ნარჩენერბი განეიტრალებული იქნება.

3. დალიეთ ერთი ჭიქა არაყი, ან ლუდი

ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდია, თუმცა ის ყველას არ შველის. ამ მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია სპირტიან სამელებთან თქვენს დამოკიდებულებაზე.

4. მიაკითხეთ აფთიაქს

არსებობს სხვადასხვა სახის ფხვნილები და შუშხუნა აბები, რომლებიც ხსნიან ბახუსს. კონკრეტულ პრეპარატებს ფარმაცევტები შეგირჩევენ.

5. მიიღეთ კონტრასტული შხაპი

შხაპის მიღება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ტემპერატურის ცვლილება იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და შევიწროებას, რაც ხელს უწყობს სასმელის გამოდევნას ორგანიზმიდან. აბაზანა დაიწყეთ ცხელი წყლის მიღებით. შემდეგ გადადით ცივ წყალზე. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

6. მიირთვით ციტრუსები

მიირთვათ მანდარინი, ფორთოხალი და უბრალოდ ლიმონი. შეგიძლიათ მოსინჯოთ „ანტიბახუსის კოქტეილის“ ხალხური რეცეპტი: ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენში დამატებული კვერცხის გული.

7. დალიეთ მინერალური წყალი

სასურველია მინერალური წყლის დალევა, რადგან ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი წყლისა და მინერალური მარილების ნაკლებობას განიცდის.

8. ცხელი ბულიონი ან ჩაი

ცხელი კერძები გამოგაფხიზლებთ და დაამყარებს წესრიგს თქვენს კუჭ-ნაწლავში.

9. ღებინება

ღებინება ორგანიზმის დამცავი ბუნებრივი რეაქციაა ალკოჰოლის მოქმედებაზე. ადამიანი უფრო მალე ფხიზლდება და ალკოჰოლისგან მანამ თავისუფლდება, სანამ ის სისხლში მოხვდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი