ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მთლიანად საფეხბურთო სამყარო შეძრა ამ ფაქტმა და მარადონას ემოციურად დაემშვიდობნენ.
“ჩვენ ზეცაშიც ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს”, – ასე გაოეხმაურა “ფეხბურთის მეფე” პელე მარადონას გარდაცვალებას.
” დაუჯერებლად სევდიანი დღეა. დიეგომ დაგვტოვა. ჩვენმა გულებმა, ვისაც ის გვიყვარდა ერთი წუთით ცემა შეწყვიტა. მშვიდად დაისვენე ძვირფასო დიეგო, ჩვენ გვიყვარხარ”, – ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო.
” მარადონა არსად მიდის, ის მარადიულია”, – ლეონელ მესი ლეგენდარული თანამემამულის დაღუპვის შესახებ.
“დღეს მე ვეთხოვები მეგობარს, მთელი სამყარო კი გენიოსს. იძინე მშვიდად, უდიადესო. შენ არასოდეს დაგივიწყებენ!”,- კრიშტიანუ რონალდუ.
” ეს არის უდიდესი დანაკლისი მსოფლიო ფეხბურთისთვის. ის საუკეთესო იყო მათ შორის ვისი თამაშიც მინახავს.”, – ზინედინ ზიდანი .
” სევდიანი დღე ფეხბურთისთვის. ეს ადამიანი სულით თამაშობდა და იყო ნამდვილი გენიოსი. მისით აღფრთოვანებული ვიყავი და ყველას მოგვენატრება ” – დევიდ ბეკჰემი.
“ვუსამძიმრებ ოჯახს და ყველას, ვისაც ეს გენიოსი უყვარდა. ჩემი მეგობარი, ჩემი კერპი და ჩემი ნომერი 10, მადლობა შენ ყველაფრისთვის. ” – რონალდინიო
” სპორტი კარგავს ერთ-ერთ უდიდეს კერპს, მე კი ვკარგავ უდიდეს მეგობარს, რომლის ნიჭმაც ბავშვობაში შთამაგონა. ” – რონალდო ნაზარიო.
არგენტინის მთავრობამ ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
” როცა მოვკვდები მინდა თავიდან დავიბადო , ვიყო ისევ ფეხბურთელი და ისევ დიეგო მარადონა . . . ”