რობოტ მტვერსასრუტს ახალი ფუნქციები ემატება

ავტორი: ცოტნე წერეთელი

ბოლო დროს, საკმაოდ პოპულარული გახდა რობოტული მტვერსასრუტები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ სახლის დასუფთავება.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ შესაძლებელია რობოტული მტვერსასრუტის დაჰაკვა ისე, რომ მან მიკროფონივით დაიწყოს მოქმედება და ჩვენი საუბრები თუ ყველა ის ხმა, რაც ოთახში ისმის, აღიქვას და ჩაიწეროს.

მკვლევრების განცხადებით, ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც იყენებს Lidar ტექნოლოგიას, გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ მიკროფონი, ისინი შესაძლოა მაინც გამოყენებული იქნას ხმის ჩასაწერად. ეს კვლევა, რომელიც სინგაპიურის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორ ჟუნ ჰანთან თანამშრომლობით ჩატარდა, 2020 წლის 18 ნოემბერს, კომპიუტერული მანქანების ასოციაციის კონფერენციაზე წარადგინეს. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა ჩაშენებული ქსელური სენსორული სისტემები.

მკვლევრები განმარტავენ, რომ მტვერსასრუტი Lidar-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების მოწყვალადობის მხოლოდ ერთ მაგალითს წარმოადგენს. მსგავსი თავდასხმებისგან ასევე არაა დაცული ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე სხვა მოწყობილობები, როგორებიცაა სმარტფონის ინფრაწითელი სენსორები, რომლის საშუალებითაც ხდება პატრონის სახის ამოცნობა, ან პასიური ინფრაწითელი სენსორები, რომლებიც მოძრაობის დეტექტირებისთვის გამოიყენება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი