კლინიკები გადაჭედილია იმ პაციენტებს ვეღარ ვიღებთ, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ დახმარება – მაია ზალდასტანიშვილი

ავტორი: სალომე კახეთელიძე

საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის რიცხვები, რომელიც კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოველდღე ქვეყნდება,  შემაძრწუნებელია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსმა, მაია ზალდასტანიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ფაქტია, რომ კლინიკები გადაჭედილია და პაციენტებს ვეღარ ვიღებთ, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ დახმარება და ჰოსპიტალიზაცია. ასევე ძალიან გაუჭირდათ ამჟამად ოჯახის ექიმებსაც. ფაქტობრივად, ისინიც ვეღარ ახერხებენ მართვას და 112-იც სრულად არის დაკავებული. სიტუაცია ძალიან რთულია. ის, რომ შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მესმის, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შეზღუდვების დაწესება კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას, მაგრამ სიცოცხლე უპირველესია“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი