“რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ, ქვეყანასთან ვისაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული” – დავით ზალკალიანი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“გასაგებია, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაინტერესებულია მშვიდობით და გრძელვადიანი მშვიდობით. ისინი ითვალისწინებენ ასევე ჩვენს ხედვას. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ, ქვეყანასთან ვისაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა აღქმული და ზურაბიშვილმა ის იგუსლიხმა, რასაც მანამდე ყოველთის აღნიშნავდა საქართველო,  კერძოდ  სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პლატფორმად თბილისის შეთავაზება.

“ის არამც და არამც არ იყო გამოხმაურება იმ ინიციატივაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. სანამ გაჟღერდებოდა მსგავსი ინიციატივა, საქართველოს პრეზიდენტს მანამდეც, არაერთხელ უთქვამს და ჩვენს გვითქვამს. შეგახსენებთ უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრას, როცა იქიდან გამოსული ყველა ერთხმად ავღნიშნავდით, რომ ჩვენ თბილისს ვთავაზობდით ჩვენს პარტნიორებს, მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს პლატფორმად. იმისთვის, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე არის. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში. საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა აუცილებელია. ერდოღანის ინიციატივა თურქეთის გადმოსახედიდან ჩვენთვის გასაგებია, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაინტერესებულია მშვიდობით და გრძელვადიანი მშვიდობით. ისინი ითვალისწინებენ ასევე ჩვენს ხედვას. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ, ქვეყანასთან ვისაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული. არაერთხელ განგვიცხადებია, საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის, რომ რეგიონში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, მაგრამ წითელი ხაზი გადის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთოშირისოდ აღიარებულ საზღვრებში”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი