რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციები არცერთ მხარეს სარგებელს არ მოუტანს.
„ამერიკასთან და ევროკავშირთან ჩვენ ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები გვაქვს, რომელთა იგნორირება შეუძლებელია. სანქციები ჩვენ დღის წესრიგს არ წაადგება, არამედ მხოლოდ დააზარალებს. ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორები დაიკავებენ ობიექტურ პოზიციას“, – განაცხადა ერდოღანმა.
“ბლუმბერგის” ცნობით, სანქციების დაწესების მიზეზი თურქეთის მიერ რუსეთისგან სამხედრო იარაღის, კერძოდ, „С-400“-ის შეძენაა.