“რემდესივირს პაციენტებთან მეცნიერებაზე დაყრდნობით გამოვიყენებთ” – ეკატერინე ტიკარაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ეს იქნება არა ექსპერიმენტული მიდგომა პაციენტებზე, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი. მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც იქნება საუკეთესო გამოსავალი” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, რატომ იხდის სახელმწიფო თანხას ამ პრეპარატში, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევის პროცესშია, ტიკარაძე ამბობს, რომ “კლინიური კვლევის პრეპარატიც ფასიანია”.

“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდანაც, როდესაც პირველად დაიდო “რემდესივირზე” რეკომენდაცია, მაშინაც სახელმწიფოს უნდა შეეძინა ეს პრეპარატი. ისევე როგორც ძალიან ბევრი ვაქცინა დღეს არის კლინიკური კვლევის, თუმცა ბევრ ქვეყანას, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობს, აქვს ფინანსური შენატანები. ეს იქნება არა ექსპერიმენტული მიდგომა პაციენტებზე, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი. მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც იქნება საუკეთესო გამოსავალი”- განაცხადა ტიკარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი