რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

ავტორი: ლევან არჩუაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 4 იანვრის შემდეგ საქართველოში ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა დაფიქსირდა. 255 მათგანი ლიკვიდირებულია,  ოთხი კი ლოკალიზებული.

სამინისტროს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში  ხანძრის ღია კერა აღარ არსებობს. 4 კერაა დარჩენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელთაგან 3 უკვე ლოკალიზებულია და კვლავ გრძელდება სალიკვიდაციო, ხოლო ერთხე სალოკალიზაციო სამუშაოები. ხანძრები ლოკალიზებულია სოფელ სქურში, ორ კერაზე და სოფელ ფახულანში. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება მარტვილში, სოფელ დობარაზენში. ხანძარი ასევე ლოკალიზებულია კასპის რაიონის სოფელ რკონში, სადაც წყლის მაგისტრალები ხანძრის კერებამდეა მიყვანილი და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

500 მეხანძრე-მაშველი დარჩენილ კერებს სრულად აკონტროლებს. მოსახლეობას საფრთხე არცერთი კერისგან ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მაინც მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი