რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს.
„როიტერის” ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეთევზეებმა წყალში კაბელები და მეტალის ნაწილები იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, რომლის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა.
თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი ადგილობრივი დროით 02:30 საათზე აფრინდა და ოთხი წუთის შემდეგ დისპეტჩერებთან კონტაქტი დაკარგა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.