ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევებზე ისაუბრა

ავტორი: სალომე კახეთელიძე

პანდემიის პირობებში რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევებზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაზე.

ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეებთან საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

“საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებით გამოყო დაკავებების საკითხი და ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე. არის შემთხვევებო, როდესაც კონკრეტული პიროვნებები განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგი რაუნდი გაიმართება და გვექნება კარგი  შედეგები”.  –  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

განსაკუთრებული აქცენტი  20 ნოემბერს სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის საქმეზე გააკეთეს.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი