პუტინი – მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირება მნიშვნელოვანია რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის

ავტორი: კატო მალანია

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირება მნიშვნელოვანია რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუბრობს.

„მსგავსი სახის კონფლიქტები და მათი დარეგულირება რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენთვის ეს არ არის ფუჭი სიტყვები, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთში ცხოვრობს მილიონობით სომეხი და აზერბაიჯანელი“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა თათბირზე, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხებოდა.

მისი თქმით, რუსეთს აზერბაიჯანთან და სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი კავშირები აქვს.

„ამას აქვს ჩვენთვის შიდაპოლიტიკური განზომილება და ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პოლიტიკის თვალსაზრისით“ , – განაცხადა პუტინმა.

მისი შეფასებით, რუსეთს და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობები.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი