პუტინი ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

ავტორი: კატო მალანია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში განმარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ბაიდენს პოლიტიკაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, განსხვავებების მიუხედავად, მრავალი პრობლემის მოგვარებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

”ჩემი მხრივ, მე მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის”, – ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი