პუტინის განცხადებით, რუსეთში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყანაში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. ვაქცინა “სპუტნიკ V”-ით თავდაპირველად ექიმები და მასწავლებლები აიცრებიან.

“მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მომავალ კვირას ფართომასშტაბიან ვაქცინაციას დაიწყებთ. მოდით, უკვე დავიწყოთ მუშაობა. მესმის, რომ ძალიან ფრთხილ ენას იყენებთ და ჩვენს მიერ სიფრთხილის გამოჩენა აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ ვიცი, რომ ინდუსტრია და ქსელი მზად არიან.”- ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტთან ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის მთავრობის ცნობით, “სპუტნიკ V”-ზე ჩატარებულმა კლინიკური ცდის შუალედურმაშედეგმა ვაქცინის 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინის 2 მილიონი დოზის წარმოება იგეგმება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი