‘’პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს. თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს’’ – გიორგი კახიანი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„დღეს, უკვე გიორგი გახარიას კანდიდატურა უმრავლესობის მიერ ოფიციალურად დასახელდა. ამის შემდეგ გიორგი გახარია მთავრობის წევრთა შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს ნდობის მისაღებად, თუმცა, ვიდრე ამ შემადგენლობის წარდგენა მოხდება, უმრავლესობასთან კონსულტაციები იქნება. ეს ამ კვირაშივე, უახლოეს დღეებში იქნება.’’ – ამის შესახებ ‘’ქართული ოცნების’’ წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მინისტრები უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ.

‘’ვიმსჯელებთ კონკრეტულ კანდიდატურებზე, თუმცა მინისტრების დასახელების პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ იქნებიან კონკრეტული მინისტრები, ცხადია, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ძალიან მალე გახდება ცნობილი ეს საზოგადოებისთვის. თუმცა, პრემიერ – მინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს უმრავლესობის შეკრება. პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს. თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება ორ კვირას, ეს არის ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა დასრულდეს მთავრობის დაკომპლექტება.“ – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი