პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარუდგინა

ავტორი: ნანა წულაია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა არის წარდგენილი.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად წარდგენილია – მაია ხაჯიშვილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად – ნინო ნიჟარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიის მინისტრობის კანდიდატად ჯაბა ფუტკარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატად – გიორგი სურმანიძე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი