პოლიციამ მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

ავტორი: ნანა წულაია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი, 1985 წელს დაბადებული კ.წ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამას – 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა.

სამართალდამცველებმა კ.წ. ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში ბრალდებულის სახით დააკავეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი