„პოლიტიკური თემებით სპეკულირება არ შეიძლება, ამაზე პომპეომაც მიუთითა“ – გია ვოლსკი

ავტორი: ნანა წულაია

„აშშ-ის ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„რასაკვირველია, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რესპუბლიკელია სახელმწიფო მდივანი, თუ დემოკრატი, აქ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე, აქ არის ლაპარაკი საქართველოს ინტერესებზე, რომელიც არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ მთელი რიგი მიმართულებით არის სტრატეგიულად გათვლილი და შეთანხმებული. ასე რომ, იქნება ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, პოლიტიკური თემებით სპეკულირება არ შეიძლება, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება

„რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, რასაკვირველია, ამითი სპეკულირება შეიძლება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებზეა საუბარი. სწორედ ამაზე მიუთითა პომპეომ თავისი ვიზიტითაც, თავისი დღის წესრიგითაც და იმ განცხადებებით, რომლებიც მან ვიზიტის ბოლოს გააკეთა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი