‘’პოლიტიკოსებმა ყური უნდა მიუგდონ საზოგადოების განწყობას’’ – მამუკა არეშიძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ძალაუფლების ხელში აღების სურვილი ხელს უშლის ოპოზიციონერების ნაწილს მიაღწიონ კონსენსუსს. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთი პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიების შიგნითაც არ არის ერთსულოვნება, ამას მოწმობს ზოგიერთი მათგანის პოზიცია, რომელსაც ეჭვი შეაქვს ბოიკოტის სისწორეში.’’ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია ‘’იმედის’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ხელახალი არჩევნები საქართველოში გამორიცხულია და ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ხოლო ამის შემდეგ მათ შეუძლიათ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები.

‘’რეალობა ისეთია, რომ ხელახალი არჩევნები გამორიცხულია. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მომავალში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ხელისუფლება რამდენჯერმე წავიდა კომპრომისზე, ეს იყო უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში, ასევე 8 მარტს, როდესაც დასავლელი პარტნიორების შეთავაზებას გაუწიეს ანგარიში. როდესაც დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის წისქვილზე ასხამენ წყალს, მათთვის ისინი არიან ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ თუ ისინი ოპოზიციის სასარგებლოდ არ ლაპარაკობენ, არიან ‘’რუსეთის აგენტები,’’ ‘’ივანიშვილის სტუმრები.’’ ეს აჩენს საზოგადოებაში პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმს და მათ დაქსაქსვას.’’ – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი