„პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა“ – დავით სერგეენკო

ავტორი: ნანა წულაია

„საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუციის პირობები არ დგას“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს, რადგან ქვეყნისთვის ოპოზიციის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა მნიშვნელოვანია.

„მე ჩემს აზრზე ვრჩები, რომ საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის, რათა ქვეყანაში უკეთესი მომავალი იყოს. თუ აქციები მთლიანად ოპოზიციის თუ მათი ნაწილის გადაწყვეტილებაა, ეს მათი არჩევანია და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გადასაწყვეტია, რა იქნება შემდეგ.

ლეგიტიმური რევოლუცია – ამის სპეციალისტი არ ვარ. რაც ადრე მაქვს ნასწავლი რევოლუციის პირობები, საბედნიეროდ საქართველოში არ დგას. ისევ იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ მოლაპარაკება და შეძლებისდაგვარად სწრაფვა იქითკენ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა იყოს გამოყენებული პოზიციის და ოპოზიციის პაექრობისთვის. მჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ეს არის სწორი გზა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი