ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დამწვრობის გამო დამწვრობის ცენტრს 23-მა ადამიანმა მიმართა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ქირურგმა, მერაბ ჯანჯღავამ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტებს დამწვრობა ძირითადად ხელისა და სახის არეში აღენიშნებათ. მერაბ ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ ორი ადამიანი სტაციონარშია მოთავსებული. დაშავებულების ასაკი ექვსიდან ცხრა წლამდეა.