‘’პირველ რიგში, კომპრომისზე ხელისუფლება უნდა წავიდეს’’ – ნოდარ ხარშილაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისში ვართ, სადაც გვაქვს სიტუაცია, როდესაც შესაძლოა ერთი პარტია შევიდეს პარლამენტში, დიდი საფრთხეა, რომ დავემსგავსოთ ჩრდილოეთ კორეას.’’ – ამის შესახებ ‘’სტრატეგიული ანალიზის ცენტრი’’ – ის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, ტელეკომპანია ‘’მთავარი არხის’’ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, კომპრომისზე წასვლა აუცილებელია კრიზისის მოგვარებისათვის და პირველი, ვინც დათმობაზე უნდა წავიდეს არის ხელისუფლება, რადგან უპირატესობა მათ ხელშია. მან ყურადღება გაამახვილა ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილების საჭიროებაზე.

‘’ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფი შევკრიბეთ ადამიანების, ვინც დიპლომატიურ კორპუსთან კოორდინაციით გამოსავალს მოვძებნით. პირველ რიგში, კომპრომისზე ხელისუფლება უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ბურთი მათ მოედანზეა. იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ცესკოს სრული რეორგანიზაციაა საჭირო, ამაზე ამერიკელებმაც გააკეთეს განცხადება. უნდა გამოიკვეთოს კომპრომისები, ეს იქნება კოალიციური მოდელი, შეიძლება ეს მოდელი პარლამენტში იყოს და არა ხელისუფლებაში და პასუხისმგებლობები გაიზიარონ. ეს გრძელი გზაა, მაგრამ მთავარია პრინციპებზე შევთანხმდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი გარდაუვალია.’’ – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციების პარალელურად, ექსპერტები ‘’სტრატეგიული ანალიზის ცენტრში’’ დისკუსიას მართავენ. მათი მთავარი განსახილველი თემაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულება და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის მიღწევა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი