პირბადის ტარების მაჩვენებლის 95%-მდე გაზრდის შემთხვევაში, კარანტინი საჭირო აღარ იქნება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ავტორი: ნანა წულაია

პირბადის ტარების მაჩვენებლის 95%-მდე გაზრდის შემთხვევაში, ევროპაში კარანტინის ხელახლა გამოცხადება საჭირო აღარ იქნება. ამის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

„ევროპა აშშ-სთან ერთად პანდემიის ეპიცენტრია. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და ამის გაკეთება სხვა ზომების დაცვასთან ერთად არის აუცილებელი. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კლუგემ.

ევროპაში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 29 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი