პირბადემ, რომელიც აღჭურვილია COVID-19-ის ნაწილაკების ამომცნობი სენსორით, MIT-ის ჯილდო მოიპოვა

ავტორი: კატო მალანია

პირბადე, რომელიც აღჭურვილია COVID-19-ის ნაწილაკების ამომცნობი სენსორით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიის (MIT Media Lab) მიერ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. პროტოტიპის ავტორი რუმინელი ბურზო ციპრიანია, რომელმაც გამოგონებას “social mask” უწოდა.

“Social mask” — ეს არის მინიმალისტური, გამჭვირვალე პირბადე, რომელიც ბიოსენსორითაა აღჭურვილი. სენსორი სმარტფონს უკავშირდება, რომელშიც, სპეციალური აპლიკაციის დახმარებით, შეძლებთ გაიგოთ, არის თუ არა თქვენთან ახლოს კორონავირუსის ნაწილაკები და რა რაოდენობით. მოწყობილობა მონაცემებს იმის შესახებაც აგროვებს, თუ რამდენი მომხმარებელია თქვენთან ერთად კონკრეტულ გარემოში, შესაბამისად კი, ახერხებს წინასწარ გამოთვალოს, რამდენად დიდია COVID-19-ით მისი პატრონის დაინფიცირების რისკი.

აღსანიშნავია, რომ ამ პირბადის დიზაინი ჯერ კიდევ პროტოტიპს წარმოადგენს, მის დახვეწაზე კი ამიერიდან, MIT-ში იზრუნებენ. კონკურსის ფარგლებში, MIT-ის ლაბორატორია ინჟინრებსა და დიზაინერებს მოუწოდებდა შეექმნათ პანდემიის საპასუხო მოწყობილობები, პროტოტიპები, რომელიც პირბადისა თუ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების ტექნოლოგიური ვერსიების წინაპირობა იქნებოდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი