პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

ავტორი: თიკო ნოდია

ცნობილი ფრანგი დიზაინერი, პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იტალიაში დაიბადა. 2 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. 1940-იან წლებში ის ჟანა პაკენის, ელზა სკიაპარელისა და კრისტიანის დიორის მოდის სახლებში მუშაობდა.

პიერ კარდენი არის ფრანგული მოდის ლეგენდა, რომელიც საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების და ევროპის უმსხვილესი მეწარმეების რეესტრში მოხვდა. მისი ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

2020 წელს მისმა მოდის სახლმა 70 წლის იუბილეს აღნიშნა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი