პატრიარქს მღვდელმთავრებმა აღსაყდრების დღე მიულოცეს

ავტორი: ნანა წულაია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მღვდელმთავრებმა აღსაყდრებიდან 43 წელი მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს, 2020 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა აღსაყდრებიდან 43 წლისთავი მიულოცეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი