პატრიარქს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია

ავტორი: ნანა წულაია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, საპატრიარქოში ამ დრომდე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

შეგახსენებთ, პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი